"ძალიან გვაღელვებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება.", განაცხადა ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, ბერით ლინდემანმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს მიხეილ სააკაშვილის განაჩენის გამოტანა ჰუმანიტარულ საფუძველზე, რათა უზრუნველყონ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, რადგან ისინი ვალდებულნი არიან, რომ მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო დახამრება გაეწიოს.
"ძალიან გვაღელვებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება. ვითვალისწინებთ საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების წვდომის კუთხით არსებულ შეზღუდვებს, ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩერონ მისი განაჩენის გამოტანა ჰუმანიტარულ საფუძველზე, რათა უზრუნველყონ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, რადგან ისინი ვალდებულნი არიან, ყველა საჭირო ზომა მიიღონ, რათა მას ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაეწიოს", - განაცხადა ბერით ლინდემანმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press