Foto

ზელენსკი - მთავარი საკითხი სოლედარის, ბახმუტის და ზოგადად დონეცკის მიმართულებისთვის ბრძოლაა

"დღეს შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა, შეხვედრა თავისი ბუნებით შეესაბამებოდა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, რა თქმა უნდა მთავარი საკითხი არის სოლედარი,ბახმუტი, ზოგადად დონეცკის მიმართულებისთვის ბრძოლა.", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.  

მისივე თქმით, შეხვედრაზე დეტალურად გაანალიზეს მნიშვნელოვანი საკითხები, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს დღეებში, საუბარი იყო ასევე ჯარებისთვის იარაღის და საბრძოლო მასალების მიწოდების საკითხზე.

მან დასძინა, რომ სოლედარში მყოფი უკრაინელი მებრძოლები მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს.

"დღეს შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა, შეხვედრა თავისი ბუნებით შეესაბამებოდა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, რა თქმა უნდა მთავარი საკითხი არის სოლედარი,ბახმუტი, ზოგადად დონეცკის მიმართულებისთვის ბრძოლა. ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ რა გადაწყვეტილებებია საჭირო, როგორ უნდა გავძლიერდეთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგან მეთაურებმა უახლოეს დღეებში, განვიხილეთ ჯარებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდების საკითხი და ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთქმედებები.

დღეს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 77-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადის მედესანტეები, რომლებიც სოლედარში 46-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადის მებრძოლებთან ერთად იკავებენ პოზიციებს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს. მადლობა ბიჭებო. დიდება უკრაინას"