"ფრონტზე დამპყრობლების ტაქტიკური წინსვლა ვერ შეცვლის რუსეთის სტრატეგიულ მარცხს და მთლიანად ომის მიმდინარეობას.", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოკუპანტების ნებისმიერი "წარმატება" მძიმე დანაკარგების ფასად, ვერ აანაზღაურებს სტრატეგიულ მარცხს. მან დასძინა, რომ ბრძოლები დონბასში გაგრძელდება და ორივე მხარის წარმატებები და მარცხი მოჰყვება.
"რუსეთის ნებისმიერი შემდგომი წარმატება, თუნდაც სამხედრო პერსონალის და აღჭურვილობის თვალსაზრისით, ვერასოდეს შეცვლის ამ ომის მიმდინარეობას. ვერცერთი ტაქტიკური წინსვლა ვერ შეაჩერებს სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი და მისი ძალები შეხვდნენ ამ ომის პირველივე დღეებიდან და სტრატეგიულ წარუმატებლობას, რომელიც მხოლოდ უკრაინის ეფექტური კონტრშეტევის შედეგად გამწვავდა", - განაცხადა პრაისმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press