"ყველა საკითხი, რომელიც აქტუალურია პარტია ნაციონალური მოძრაობის ფარგლებში, უნდა გადაწყდეს არჩევნების გზით.", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, 28-29 იანვარს გამართული არჩევნები განსაზღვრავს ბევრ რამეს, როგორც პარტიის შიგნით, ასევე მთლიანად ოპოზიციურ სპექტრში.
"ყველა საკითხი, რომელიც აქტუალურია პარტია ნაციონალური მოძრაობის ფარგლებში, უნდა გადაწყდეს არჩევნების გზით. 28-29 იანვარს, 48 საათის განმავლობაში გაიმართება არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ძალიან ბევრ რამეს, როგორც პარტიის შიგნით, ასევე მთლიანად ოპოზიციურ ველზე. ეს იქნება ხედვებს შორის დაპირისპირება, მიდგომებს შორის დაპირისპირება და საზოგადოებას, ნაციონალური მოძრაობის წევრებს, ამომრჩეველებს, მხარდამჭერებს მიეცემათ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება იმდაგვარად, რომ ფარულობა იქნება მაქსიმალურად დაცული.", - განაცხადა მელიამ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press