„ვაშინგტონი და ნატო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გავლით მარიონეტულ ომს აწარმოებენ, - ამის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა.
მილანოვიჩი მოსკოვისთვის სანქციების დაწესებაში აზრს ვერ ხედავს, რადგან მისი შეფასებით, სანქციები "სისულელეა" და ამ გზით დასავლეთი "რუსეთთან ვერაფერს მიაღწევს".
"გეგმა არ შეიძლება იყოს პუტინის გადაყენება. გეგმა არ შეიძლება იყოს სანქციები, რადგან სანქციები სისულელეა და ჩვენ მათთან ვერაფერს მივაღწევთ. მათ მილოშევიჩიც კი ვერ გატეხეს სანქციებით. ისინი ომიდან ომში დადიან და მე რა უნდა გავაკეთო? ამერიკის მონა უნდა ვიყო?“ - ამბობს მილანოვიჩი.
ხორვატიის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ევროკავშირი თავისი არსებობის მანძილზე პირველად ჩაერთო ომში, რაც მისი ფუნქციონირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ეწინააღმდეგება, რადგან გაერთიანებამ მისიები მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიის გარეთ უნდა განახორციელოს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press