კიევში დასავლური ჯავშანტექნიკის მიწოდება გავლენას არ მოახდენს სპეცოპერაციის მიმდინარეობაზე და უფრო მეტ უბედურებას მოუტანს თავად უკრაინას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, მოსკოვს ეჭვი ეპარება, რომ დასავლეთს უკრაინელი ხალხის ბედი და მათი მომავალი აინტერესებს.
„დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, სხვა ევროპული ქვეყნები, რომლებიც ახლა საუბრობენ თავიანთ განზრახვაზე, მოაწყონ ახალი რაუნდი უკრაინისთვის ახალი, უფრო ტექნოლოგიურად მოწინავე სამხედრო ტექნიკის მიწოდების მიზნით, არ შეუძლიათ ადგილზე სიტუაციის შეცვლა. მხოლოდ შეუძლიათ ამბავი გააჭიანურონ და მეტი უბედურება მოუტანონ უკრაინის სახელმწიფოს.
ისინი [დასავლეთის ქვეყნები] იყენებენ ამ ქვეყანას, როგორც იარაღს თავიანთი ანტირუსული მიზნების მისაღწევად", - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა.
პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ კრემლი "ძალიან უარყოფითად" იღებს დასავლური ტანკების კიევში მიწოდებას, მათ შორის ბრიტანულ Challenger 2-ს, მაგრამ მისივე თქმით, ტექნიკა განადგურდება რუსი სამხედროების მიერ.
"სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება. ეს ტანკები იწვის და დაიწვება ისევე, როგორც დანარჩენი. სპეცოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება და მიიღწევა", - დასძინა პესკოვმა.
ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინისთვის ესკადრილიის გადაცემის გეგმები დაადასტურა, რომლის მიხედვითაც კიევს მიაწვდის 14 ძირითად საბრძოლო ტანკს Challenger 2-სა და 30 თვითმავალ საარტილერიო დანადგარს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press