საქართველო არ შეიძლება იყოს ქვეყანა, სადაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ასე ბრუტალურად ზღუდავენ,- ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ყვარელში, ევროატლანტიკურ ცენტრთან მომხდარს, სადაც ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
მელიას თქმით, ყვარელში პოლიციამ "კიდევ ერთხელ დაუშვა კანონით დაუშვებელი".
„წარსულშიც და ახლაც, საქართველოს მოწინავე პატრიოტები მის უკეთეს ბედს განათლებას უკავშირებდნენ. ასე იყო ერეკლე მეფეც. არ შეიძლება მის სახელს ილია ჭავჭავაძეზე ლექციის ჩასაშლელად და განათლების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.
გუშინ ყვარელში პოლიციამ კიდევ ერთხელ დაუშვა კანონით დაუშვებელი. საქართველო არ შეიძლება იყოს ქვეყანა, სადაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ასე ბრუტალურად ზღუდავენ. ეს რუსული მეთოდია. საქართველო გააგრძელებს გზას ევროპისკენ“,- წერს მელია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ყვარელში, ევრო-ატლანტიკურ ცენტრში, სადაც პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილს ლექცია უნდა ჩაეტარებინა, რაიონებიდან ჩამოყვანილმა პირებმა გზა გადაკეტეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press