გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ლამბრეხტს აკრიტიკებდნენ კიევისთვის არასაკმარისი მხარდაჭერისა და არმიის რეფორმების გაჭიანურების გამო. ლამბრეხტი ასევე მოექცა კრიტიკის ქვეშ, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მან თავისი შვილი სამხედრო ვერტმფრენით წაიყვანა სამოგზაუროდ.
მან ასევე დიდი კრიტიკა მიიღო, ახალი წლის ღამეს გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, სადაც უკრაინა ნახსენები არ არის, და ის პოზიტიურად საუბრობს პირად შეხვედრებზე და გამოცდილებაზე, რომელიც მან ევროპაში წარმართული ომით მიიღო.
„ომი მძვინვარებს შუა ევროპაში. და ეს ნიშნავდა ჩემთვის უამრავ განსაკუთრებულ გამოცდილებას, რომლის მიღებაც შევძელი. ბევრი, შეხვედრა მქონდა საინტერესო, შესანიშნავ ადამიანებთან“, - განაცხადა ქრისტინე ლამბრეხტმა.
”მედიის ფოკუსირება თვეების განმავლობაში არ იძლევა ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქებისა და განხილვის საშუალებას.", - განაცხადა ლამბრეხტმა გადადგომის განცხადებაში.
შეგახსენებთ, გასული წლის აპრილში, გერმანიის ბუნდესტაგმა უმრავლესობით დაამტკიცა უკრაინას მძიმე იარაღისა და დახვეწილი იარაღის სისტემების მიწოდება.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press