ყველა პატიმრის უფლებების დაცვა და პატივისცემა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამოქვეყნებული ანგარიშის გამო შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან, და იმედოვნებენ იმედს, რომ საქმის წარმოება მალე დასრულდება. მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რომ, მათი პირდაპირი პასუხისმგებლობაა პატივი სცენ, როგორც ყველა პატიმრის, ასევე მიხეილ სააკაშვილის უფლებებს.
"ყველა პატიმრის უფლებების დაცვა და პატივისცემა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამოქვეყნებული ანგარიშის გამო შეშფოთებულები ვართ, მიმდინარე სასამართლო პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით და ვიმედოვნებთ, რომ საქმის წარმოება მალე დასრულდება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს, როგორც ყველა პატიმრის, ასევე მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, ეს მათი პასუხისმგებლობაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო შეშფოთებული ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ის გაუმჯობესდება", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press