რუსეთმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი და ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსი პატრიკ სანდერსი შავ სიაში შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლის თქმით, თუ მისი დასანქცირება, უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის ფასია, მოხარულია, რომ რუსეთის სანქციების ქვეშ იქნება.
"რუსეთის მთავრობის სანქცირებულთა სიაში ვარ. თუ ეს უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის ფასია, მაშინ მოხარული ვარ, რომ სანქციების ქვეშ ვიქნები", - განაცხადა ჯეიმს კლევერლმა.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ომთან დაკავშირებით ლონდონის პოზიციის საპასუხოდ, მოსკოვმა სანქციები ასობით ბრიტანეთის მოქალაქეს დაუწესა. მათ შორის არის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი და ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსი პატრიკ სანდერსი.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press