ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობის შემდგომი ყოვლისმომცველი განვითარების მიმართ. პრიორიტეტებს შორის არის თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება და თურქეთში რეგიონული გაზის ჰაბის შექმნა.
"ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა კიევის რეჟიმის დესტრუქციულ ხაზზე, რომელიც ეყრდნობოდა საომარი მოქმედებების გააქტიურებას დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, გადატანილი იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მოცულობის გაზრდაზე. კიევის თვალთმაქცური პოლიტიკის მაგალითი იყო მართლმადიდებლური შობის პერიოდისთვის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე უარის თქმა", - ვკითხულობთ კრემლის განცხადებაში.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press