მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კულტურის სახელოვანი მოღვაწის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მსახიობ-მომღერლის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების ფაქტს.
მისივე თქმით, მისმა შემოქმედებამ და ხელოვნებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა გულებში.
პრეზიდენტმა გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
"მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კულტურის სახელოვანი მოღვაწის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მისმა შემოქმედებამ და ხელოვნებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა გულებში.
ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press