უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განიხილეს ფრონტზე მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები და ერთობლივი აქტივობები უახლოეს მომავალში.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა , წლის დასაწყისიდან მეორედ ჰქონდა რუტესთან სატელეფონო საუბარი. პრეზიდენტმა თანამოსაუბრეს მადლობა გადაუხადა მზადყოფნისთვის, გააგრძელოს მუშაობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე.
"ჩვენ ვისაუბრეთ ფრონტზე მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე და უახლოეს მომავალში ერთობლივი აქტივობების შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, რუტემ, ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს ამ ომში მოგების უფლება არ უნდა მივცეთ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press