რადას დეპუტატმა ოლექსიი გონჩარენკომ ხელმომწერების შეგროვება დაიწყო პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის, დნეპრის დაბომბვის შესახებ მისი განცხადებების შემდეგ.
მისივე თქმით, მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები, რომლის მიხედვითაც, არესტოვიჩი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად განაცხადოს, რომ "არესტოვიჩის ფანტაზიები სამხედრო თემებზე" მხოლოდ მისი პირადი აზრია. ასევე გონჩარენკომ გაუგზავნა მიმართვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, სადაც სთხოვა გადაემოწმებინა არესტოვიჩის განცხადებები, რაც პასუხობს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს.
„რა უნდა გააკეთოს მთავრობამ? 1. არესტოვიჩი უნდა წავიდეს. 2. ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ სამხედრო თემატიკაზე არესტოვიჩის ფანტაზიებს არაფერი აქვს საერთო პრეზიდენტის ოფისის პოზიციასთან. 3. ასევე გაიგზავნა დეპუტატების მიმართვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისადმი, რადგან არესტოვიჩის მოგონილი ამბები დნიპროში ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემიდან სახლის დანგრევის შესახებ არის ის, რაც პასუხობს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს“, - განაცხადა გონჩარენკომ.
შეგახსენებთ, დნიპროში რუსული ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად ბოლო მონაცემებით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] საგ...
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომის...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ...
სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ...
Mana press