უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი უკრაინის თავდაცვის სისტემის მიერ რუსული რაკეტის ჩამოგდების შესახებ თავის განცხადებას "სერიოზულ შეცდომას" უწოდებს.
არესტოვიჩმა საკითხის გარშემო ატეხილ სკანდალზე მარკ ფეიგინის გადაცემაში ისაუბრა და დნეპრის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.
„მე მინდა ბოდიში მოვიხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებს და ახლობლებს, დნიპროს მცხოვრებლებს, რომლებიც პირადად განიცდიან ამ ტრაგედიას და რომლებმაც ერთი აფეთქება გაიგონეს და იციან, რომ რაკეტა ერთი იყო. ასევე, ყველა უკრაინელს და არაუკრაინელს, ვისაც ჩემი სიტყვები შეეხო“, - აცხადებს არესტოვიჩი.
შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსეთმა ქალაქ დნეპრში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. ბოლო მონაცემებით, სარაკეტო იერიშის შედეგად 40 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა. დნეპრის დაბომბვის შემდეგ ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის თავდაცვამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა. აღნიშნული განცხადების გამო, პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით, რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press