კანადის მთავრობა უკრაინაში Leopard 2-ის ტანკების გაგზავნის საკითხს ჯერ არ განიხილავს. კანადური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
ტრუდოს თქმით, კანადა უკრაინის ყველა მოთხოვნას განიხილავს და რუსეთის დასამარცხებლად, კიევს "ყველაფერს" მიაწოდებს.
„ჩვენ განვიხილავთ უკრაინის ყველა მოთხოვნას, თუმცა ჯერ არ ვართ მზად Leopard 2-ისტანკების გადაცემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ უკრაინას მივაწოდოთ ყველაფერი, რაც სჭირდება, რათა მათ შეძლონ რუსეთის დამარცხება“, - ამბობს კანადის პრემიერ-მინისტრი.
მანამდე, კანადურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა გეგმავს, ქვეყანას Leopard 2-ის ტანკების გადაცემის თხოვნით მიმართოს იმ შემთხვევაში, თუ გერმანია ტექნიკის რეექსპორტს მხარს დაუჭერს.
აღსანიშნავია, რომ Leopard 2-ის ტანკებს გერმანია აწარმოებს და საბრძოლო ტექნიკის რეექსპორტისთვის სწორედ აღნიშნული ქვეყნის მთავრობის თანხმობაა საჭირო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press