საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
როგორც ანთაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ცენტრალურ ხელისუფლებას უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით გუშინ, გვიან ღამით მიეწოდა.
"გუშინ, გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი და გადმოგვეცა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე. დეტალებს გავარკვევთ დღევანდელ შეხვედრაზე. გადმოცემული გვაქვს მხოლოდ სახელი და გვარი, ამიტომ უმჯობესია, დავადგინოთ მისი ადგილსამყოფელი და შემდეგ ვისაუბროთ დეტალებზე", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრაზე საუბარი ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს შეეხება.
"პრიორიტეტული საკითხები ჩვენთვის არის უცვლელი - ეს არის უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. ვისაუბრებთ ასევე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. მიმოვიხილავთ გასული წლის ტენდენციებს. გასულ წელს იყო ე.წ. ბორდერიზაციის 69 შემთხვევა", - ამბობს ანთაძე.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press