ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები მერაბიშვილის თამადობით, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა აცხადებს.
რურუა, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში მხარდაჭერას ნიკა მელიას უცხადებს, სოციალურ ქსელში წერს, რომ მერაბიშვილისა და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ "დიდი ეჭვი" არსებობს.
"ნავალნის პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა მის სახლთან ახლოს დაგროვილმა ნაგავმა. მან გაარკვია, რატომ არ გაქონდათ ნარჩენები დროულად და თითქოს ამ უმნიშვნელო ფაქტის გარშემო აღმოაჩინა კორუფციის ზღვა, ოკეანე, რაც გახდა მისი პოლიტიკაში მოსვლის საბაბი.
ახლა ჩვენთან რა ხდება - ნიკა მელიას ებრძვიან რეტროგრადი მოხელეები მერაბიშვილის თამადობით. პოლიტიკიდან წასული გამდიდრებული ადამიანი საზოგადოებისთვის უნდა გახდეს კეთროვანი-მიუღებელი. ივანიშვილსაც აწყობს მერაბიშვილის დაბრუნება მთავარ ოპოზიციურ ძალაში. პირად საუბრებში ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მერაბიშვილი მიშა სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას. დიდი ეჭვი არსებობს მისი და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ.
აქ მოკლედ დავწერე მთავარი აქცენტები. მე ვუჭერ მხარს ნიკა მელიას, ვუსურვებ გამარჯვებას როგორც შიდა, ასევე მომავალ არჩევნებში", - წერს რურუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, კენჭს ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იყრიან.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press