გამოსავალი არის ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებები და ქვეყნის გადმოტრიალება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის პროცესი მიზანმიმართულად ჭიანურდება, რაც დეპუტატის აზრით, იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, "საქმის ბოლომდე მიყვანა" გადაწყვიტა.
"ნაცვლად პროცესების დაჩქარებისა, ვხედავთ, რომ აჭიანურებენ მიზანმიმართულად პროცესებს და შესაბამისად, როგორც ჩანს, პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული ბიძინა ივანიშვილს, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრიდან და ეს არის საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებები. რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე - იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკვე გადაატრიალა ეს ქვეყანა რუსეთისკენ - არაფერი არ გამოვა. ამიტომ, მე მოვუწოდებ ყველას, რომ მოვემზადოთ მობილიზებისთვის, მოვემზადოთ მოქმედებისთვის, მოვემზადოთ ბრძოლისთვის იმიტომ, რომ ბრძოლის გარეშე, ჩვენს ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური "ოცნება" გახდის რუსეთის გუბერნიად. ჩვენ ბრძოლის გარდა, არაფერი არ დაგვრჩენია. პრეზიდენტის თავისუფლებისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის ბუნებაში სხვა გამოსავალი არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - გამოსავალი არის ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებები და ქვეყნის გადმოტრიალება იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე გადაატრიალეს რუსეთისკენ მოღალატეობრივმა "ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press