Foto

ბექა დავითულიანი - სასჯელაღსრულების დაწესებულება არ მისცემს შესაძლებლობას არავის, რომ სააკაშვილს რაიმე დაუშავდეს

ფაქტია და ვხედავთ, რომ ეს ადამიანი ერთ-ერთ ყველაზე კარგ კლინიკა "ვივამედში" იხდის სასჯელს და არა ციხეში. მას უნდა უმკურნალონ და როგორც პროტოკოლი და წესი მოითხოვს დააბრუნონ იქ, სადაც მან სასჯელი უნდა მოიხადოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა "TV იმედთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაგებით უნდა მოეკიდოს და თვითდაზიანებებით არ გაიუარესოს მდგომარეობა. ნებისმიერ შემთხვევაში მას სასჯელაღსრულების დაწესებულება მიხედავს და არ მისცემს შესაძლებლობას არავის, რომ სააკაშვილს, როგორც ერთ რიგით მსჯავრდებულ პატიმარს რაიმე დაუშავდეს.

"იმედი მაქვს, რომ ის თავის ჯანმრთელობას სერიოზულად მოეკიდება და თვითდაზიანებებით არ შეეცდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, ნებისმიერ სიტუაციაციაში მას სასჯელაღსრულების დაწესებულება მიხედავს და არ მისცემს შესაძლებლობას არავის, რომ ამ ადამიანს, როგორც ერთ რიგით მსჯავრდებულ პატიმარს რაიმე დაუშავდეს, შესაბამისად შანსი აქაც ძალიან ცოტა აქვთ თუ ვინმე ამას ფიქრობს.", - განაცხადა დავითულიანმა.