Foto

გონჩარენკო არესტოვიჩის გადადგომაზე - სწორი ნაბიჯია არესტოვიჩისგან. მან საშინელი შეცდომა დაუშვა

სწორი ნაბიჯია ალექსი არესტოვიჩისგან. ჩემი აზრით, მან საშინელი შეცდომა დაუშვა და საშინელ მდგომარეობაში ჩააყენა უკრაინა, - ასე გამოეხმაურა რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თანამდებობიდან გადადგომას.

მისივე თქმით, არესტოვიჩის დაშვებული შეცდომა ძალიან მძიმეა, და როდესაც პირი მსგავს შეცდომას უშვებს, ის არ შეიძლება იყოს პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი. მან დასძინა, რომ არესტოვიჩს შეუძლია გააგრძელოს თავისი საქმიანობა, მაგრამ უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი ვეღარასდროს იქნება.

"სწორი ნაბიჯია ალექსი არესტოვიჩისგან. ჩემი აზრით, მან საშინელი შეცდომა დაუშვა და საშინელ მდგომარეობაში ჩააყენა უკრაინა, მას გამოეხმაურა რუსეთის პროპაგანდა, რომ ისინი არასდროს არ ესხმიან თავს სამოქალაქო შენობებს. და როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებ შენ არ შეიძლება იყო ოფიციალური წარმომადგენელი პრეზიდენტის ოფისის, უკრაინის წარმომადგენელი ვეღარ იქნები. ეს საკმაოდ დიდი შეცდომა იყო და ძალიან სწორი აღმოჩნდა მისი გადადგომა... მას შეუძლია გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა, მაგრამ უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი ვეღარ იქნება", - განაცხადა გონჩარენკომ.

რადას დეპუტატმა ოლექსიი გონჩარენკომ ხელმომწერების შეგროვება დაიწყო პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის, დნეპრის დაბომბვის შესახებ მისი განცხადებების შემდეგ. ამის შემდგომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა და განაცხადა, რომ სურს, თანამდებობის დატოვებით საზოგადოებას ცივილიზებული ქცევის მაგალითი აჩვენოს