მე ერთ-ერთი ვარ, ვინც აკრიტიკებს ქვეყნის შიგნით რეფორმების ნაკლებობას და ასევე კრიტიკულია, როდესაც ქვეყანა არ მიიწევს იმ მიმართულებით, საითკენაც უნდა მიდიოდეს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე. მან დასძინა, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს იქნება სტრატეგიული სტრატეგიული გზავნილი რუსეთისთვის.
“მე ერთ-ერთი ვარ, ვინც აკრიტიკებს ქვეყნის შიგნით რეფორმების ნაკლებობას და ასევე კრიტიკულია, როდესაც ქვეყანა არ მიიწევს იმ მიმართულებით, საითკენაც უნდა მიდიოდეს. აშკარაა, რომ ჩვენ არ ვართ იდეალურები, თუმცა, ვფიქრობ, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე და ჩვენ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ, რადგან ეს არის სტრატეგიული გზავნილი რუსეთისთვის”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press