ნიდერლანდები უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტს“ გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ თეთრში სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხში ნიდერნალდები აშშ-სა და გერმანიას შეუერთდეს.
"ჩვენ გვაქვს განზრახვა, რომ შევუერთდეთ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ გერმანიასთან "პეტრიოტის" პროექტზე. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამას შევუერთდეთ და ეს დღეს დილითაც განვიხილეთ გერმიის კანცლერ ოლაფ შოლცთან“, - უთხრა რუტემ ბაიდენს.
თავის მხრივ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნიდერლანდებს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის“ თითო-თითო ბატარეის გადაცემას უკრაინას აშშ და გერმანია უკვე დაპირდნენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press