კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა. უკრაინული მედია ოლქის პოლიციის სპიკერზე დაყრდნობით იუწყება, რომ შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
ირინა პრიანიშნიკოვას თქმით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური, პოლიცია და ყველა სხვა შესაბამისი სამსახური მუშაობს.
"ვერტმფრენი ჩამოვარდა, ეს მოხდა საბავშვო ბაღთან. ცნობილია 5 დაღუპულის შესახებ", - განაცხადა პრიანიშნიკოვამ.
კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი კულებას თქმით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს, საბავშვო ბაღში აღსაზრდელები და დაწესებულების სხვა თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა ყველა მათგანი ევაკუირებულია.
რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press