უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე, ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ევგენი ენინი ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ, - ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიცია ავრცელებს.
არსებული ცნობით, უკრაინაში, ბროვარში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი მოადგილე ევგენი ენინი იმყოფებოდნენ. ამასთან ერთად, ბორტზე იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებიც, რომლებიც ასევე დაიღუპნენ.
ეროვნული პოლიციის ცნობით, ვერტმფრენის ჩამოვარდნას 16 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა. 22 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოში, მათ შორის 10 ბავშვი.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press