უკრაინაში, კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენის ჩამოვარდნისას 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის სამი ბავშვი. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის მთავრობა ავრცელებს.
ამასთან, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 26 ადამიანმა, მათ შორის 12 ბავშვია.
ქვეყნის ნაციონალური პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე, ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ევგენი ენინი.
"ჩემი მეგობრები, უკრაინის სახელმწიფო მოხელეები - შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, ჟენია ენინი და იურა ლუბკოვიჩი დაიღუპნენ ბროვარიში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნისას. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ასევე დაიღუპა.
ტრაგედიის მიზეზებს გამომძიებლები ადგენენ. იყო თუ არა ეს დივერსია, ტექნიკური გაუმართაობა, ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა, ამას მალე გავარკვევთ", - განაცხადა უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press