მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც ამ შავმა დილამ სიცოცხლე წაართვა,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში მომხდარ ტრაგედიას.
ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, ეროვნულ პოლიციას და სხვა უფლებამოსილი ორგანოების თანამშრომლებს, მომხდარის ყველა გარემოების გარკვევა დაევალა.
"დღეს კიევის რეგიონში, ბროვარიში საშინელი ტრაგედია მოხდა. ჩამოვარდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი, ავარიის ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
ამ წუთის მონაცემებით, 15 ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დგინდება. მათ შორის არიან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი, მათი თანაშემწეები და ვერტმფრენის ეკიპაჟი.
დაშავდა 25 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. ამ დროისთვის 3 ბავშვი დაიღუპა. ენით აღუწერელი ტკივილია, ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დაეცა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის ეროვნულ პოლიციას და სხვა უფლებამოსილი ორგანოების თანამშრომლებს, მომხდარის ყველა გარემოების გარკვევა დავავალე.
ტრაგედიის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მეგობრებს! დენის, ევგენი, იური, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი... უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. მარადიული ხსოვნა! ხსოვნა ყველას, ვისაც სიცოცხლე წაართვა ამ შავმა დილამ!" - წერს ზელენსკი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press