საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში მომხდარ ტრაგედიას.
პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის მიუსამძიმრა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის. საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს“,- წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 26 ადამიანმა, მათ შორის 12 ბავშვია.
ამასთან, ავიაკატასტროფას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის, მისი პირველი მოადგილის, ევგენი ენინის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის სიცოცხლე ემსვერპლა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press