უნდა დავეხმაროთ უკრაინას ომის მოგებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე გვემუქრება, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.
როგორც სანდუმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამოსვლისას აღნიშნა, შექმნილი ვითარების ფონზე, ერთადერთი გამოსავალი გაერთიანებაა.
„ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, ჩვენ ვაფასებთ დემოკრატიას, გვინდა ვიყოთ თავისუფალი სამყაროს ნაწილი და ერთადერთი გამოსავალი არის გაერთიანება. დიახ, რთულია, მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ამ ომის მოგებაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეულ ჩვენგანს საფრთხე ემუქრება. ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთს, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას უახლოეს მომავალში, რაც ნიშნავს, რომ საფრთხე რჩება“, - განაცხადა სანდუმ, რომელმაც ყურადღება მოლდოვის ენერგეტიკულ კრიზისზეც გაამახვილა.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვა, "ევროკავშირისა და პარტნიორების დახმარების წყალობით", გამოწვევებს უმკლავდება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press