უკრაინის ხელისუფლებამ ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.
შმიგალის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი განშტოებაა და ყველა პროცესზე კონტროლის შესანარჩუნებლად უნდა იყოს შენარჩუნებული საჭირო პროტოკოლები.
"პარლამენტთან განხილვის შემდეგ იქნება წინადადება დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ.
მთავრობამ იგორ კლიმენკო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ და უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დანიშნა. და მას მიანდო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი განშტოებაა და შესაბამისად, ყველა პროცესზე კონტროლის შესანარჩუნებლად საჭირო პროტოკოლები არსებობს.", - განაცხადა შმიგალმა.
შეგახსენებთ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, და მისი პირველი მოადგილე ევგენი იენინი, ასვე შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი დღეს კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარში ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press