გაიხსენეთ ვინ ჩამოვიდა საქართველოში ე.წ "ვარდების რევოლუციის" დროს და ვინ დაულაგა საქმეები სააკაშვილს, თუ არ ვცდები ეს ივანოვი იყო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრი იმ მომენტიდან დაწყებული სააკაშვილი რუსეთთან თავის გუნდთან ერთად აქტიურად თანამშრომლობდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 2008 წლის ომის შემდგომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხელი მოეწერა ისეთ დოკუმენტს, რომელმაც ფაქტობრივად, საკუთარ ქვეყანას და ჯარს ომის დაწყება და ცხინვალის დაბომბვა დააბრალა. „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირები და ურთიერთობები რუსეთთან ცალკე თემაა და ამაზე შეგვიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ. გაიხსენეთ ვინ ჩამოვიდა საქართველოში ე.წ "ვარდების რევოლუციის" დროს და ვინ დაულაგა საქმეები სააკაშვილს, თუ არ ვცდები ეს ივანოვი იყო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრი იმ მომენტიდან დაწყებული სააკაშვილი რუსეთთან თავის გუნდთან ერთად აქტიურად თანამშრომლობდა, მარტო ის რად ღირს, რომ 2008 წლის ომის შემდგომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხელი მოეწერა ისეთ დოკუმენტს, რომელმაც ფაქტობრივად, საკუთარ ქვეყანას და ჯარს ომის დაწყება, ცხინვალის დაბომბვა დააბრალა. ამ ყველაფერს ძალიან მალე მოჰყვა ძალიან მნიშვნელოვანი, საკვანძო ენერგოობიექტების რუსეთისთვის გადაცემა. დღეს რომ რურუა მერაბიშვილს, თავად მერაბიშვილი მელიას, მელია კი ხაბეიშვილს აგენტობას აბრალებენ, ამაში ჭეშმარიტების მარცვალი ნამდვილად იქნება და არის კიდეც. რა დოზით არიან ისინი ოკუპანტი ქვეყნის აგენტურასთან შეკრულები ეს ალბათ სხვა გამოძიების საგანია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press