Foto

დავკარგეთ ხალხი, რომლებიც პატრიოტები, საიმედო ხელმძღვანელები იყვნენ - დიდი დანაკარგია სახელმწიფოსთვის - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, ქვეყანამ დაკარგა ადამიანები, რომელთა ჩანაცვლებაც "ადვილი არ არის".

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ავიაკატასტროფის შემდეგ, სამაშველო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

„25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 ბავშვი. დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ჩემი სამძიმარი ყველას, ვინც ახლობელი და ნათესავი დაკარგა. ჩვენ დავკარგეთ ხალხი, რომლებიც იყვნენ პროფესიონალები, პატრიოტები, საიმედო ხელმძღვანელები. მინისტრი დენის მონასტირსკი, ევგენი იენინი და მათი კოლეგები, რომლებიც კატასტროფაში დაიღუპნენ, ადვილად ჩასანაცვლებელი ხალხი არაა. ნამდვილად დიდი დანაკარგია სახელმწიფოსთვის“, - თქვა უკრაინის სახელმწიფოს ლიდერმა.