ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ უკრაინას ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
როგორც ბლინკენმა თქვა, აღნიშნული თანხა კონგრესის მიერ 2022 წლის დეკემბერში დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების პაკეტიდან გამოიყოფა.
"შეერთებული შტატები უკრაინას 125 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს მისი ენერგოსექტორის მხარდასაჭერად და რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაზიანებული ელექტროქსელების აღსადგენად", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ცნობისთვის, აშშ უკრაინისთვის 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფასაც გეგმავს. Associated Press-ის ცნობით, პაკეტი, დაახლოებით, 100 Stryker საბრძოლო მანქანასა და სულ მცირე, 50 Bradley-ის ჯავშანმანქანას მოიცავს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press