Foto

სომხეთის თავდაცვის ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთ ყაზარმაში გაჩენილ ხანძარს 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა

სომხეთში, გეგარკუნიკის ოლქის სოფელ აზატში მდებარე სამხედრო ნაწილში, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე, ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხანძარს 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

უწყება ინფორმაციას 3 დაშავებულის შესახებაც ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათი მდგომარეობა მძიმეა. 

„წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის საინჟინრო ასეულის ყაზარმაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 3 სამხედროს მდგომარეობა მძიმედ ფასდება“, - აცხადებენ სომხეთის თავცდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.