Foto

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

არდერნის თქმით, მას აღარ აქვს ძალა, ამ თანამდებობაზე იმუშაოს და იყოს კარგი ლიდერი. 

"მე მივდივარ, რადგან ასეთ პრივილეგირებულ როლს თან ახლავს პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა იმის გაგებაა, თუ როდის ხართ სწორი ადამიანი ლიდერობისთვის და ასევე - როდის არა. მე ვიცი, რა სჭირდება ამ საქმეს და მე ვიცი, რომ აღარ მაქვს საკმარისი ძალა თანამდებობაზე სამართლიანად ყოფნის”,- განაცხადა არდერნმა.

მისივე თქმით, ის არ გეგმავს მომდევნო ვადით პოსტზე დარჩენას და 14 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას.

ჯასინდა არდერნი, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოზიციასაც 7 თებერვლამდე დატოვებს, ხოლო უახლოეს დღეებში ჩატარდება კენჭისყრა მისი შემცვლელის დასადგენად.