"ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი "ჭორებს არის აყოლილი", რის გამოც არ აინტერესებს, თუ რა ექნება სათქმელი.
ვოლსკიმ აღნიშნული განცხადება ფონ დერ ლაიენის CNN-თან ინტერვიუს საპასუხოდ გააკეთა და ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებად აღიქვა.
"თვითონ საკითხი რომ დაისმება, წინასწარ მოლაპარაკებულს ჰგავს. მე არ მაინტერესებს, ფონ დერ ლაიენია თუ ნებისმიერი სხვა, თუ კუბილიუსი, როდესაც ჩვენს ქვეყანას უპირისპირდება და ჭორებს არის აყოლილი და პირიქით, არა თუ ჭორებს არის აყოლილი, არამედ ჭორების შექმნის წყაროა თავად, ვინც არ უნდა იყოს, მე ვალდებული ვარ და თქვენც ვალდებულები ხართ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი დაიცვათ“, - განაცხადა ვოლსკმა.
ცნობისთვის, გუშინ CNN-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობაზე ჰკითხა. ჟურნალისტმა მაგალითად მოიყვანა საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელიც რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ არის გვერდის ავლის მცდელობები, რასაც არ შეეგუებიან.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press