საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე, საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ჯერ ქაშვეთის ეკლესიაში, შემდეგ კი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობდა. ქართველი ხელოვანის ხსოვნას პატივი პოლიტიკოსებმა, ხელოვნების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიაგეს.
პანაშვიდს, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან ერთად, ესწრებოდა უკრაინის კულტურის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო, რომელმაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი წაიკითხა.
ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.
ვახტანგ კიკაბიძე იყო სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ ჩაიდო მისი სახელობის ვარსკვლავი.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press