ევროსაბჭოს ხელმძღვანელი უკვე კიევში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო პორტალი, RBC Ukraine ავრცელებს.
შარლ მიშელის ვიზიტი კიევში სამხედრო ჰოსპიტალის მონახულებით დაიწყო, შემდგომ კი, მან მოინახულა რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ყვავილებით შეამკო.
"აღფრთოვანებული ვარ სარეაბილიტაციო ცენტრში ვეტერანების გამბედაობით. უკრაინა ურღვევია", - განაცხადა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიევში ვიზიტი დღეს დაანონსა. ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინისპრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და დეპუტატებთან შეხვედრას გეგმავს, რათა განიხილოს ის მისაღები ზომები, რაც უკრაინის გასაძლიერებლად არის საჭირო.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press