რუსეთი და პუტინი არის და იქნებიან, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ არაა დარწმუნებული, რომ პუტინი ისევ ცოცხალია.
მისივე თქმით, ზელენსკი ამჯობინებს, რომ რუსეთი და პუტინი არ არსებობდეს, მაგრამ რაც უფრო მალე გაიაზრებს უკრაინის რეჟიმი რეალობას, მით უკეთესი იქნება მათთვის.
"გასაგებია, რომ ფსიქოლოგიურად ბატონი ზელენსკი ამჯობინებდა, რომ არც რუსეთი და არც პუტინი არ არსებულიყო, მაგრამ რაც უფრო მალე გაიაზრებს ის, რაც უფრო მალე გაიაზრებს უკრაინის რეჟიმი, რომ რუსეთი და პუტინი არის და იქნებიან, მით უკეთესი იქნება ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც უკრაინაა", - განაცხადა პესკოვმა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press