დეტალური ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ, რომელიც დნეპრის მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა, 46 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, 11 ადამიანის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ ხერხდება, იგივე რაოდენობით ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. მან დასძინა, რომ 80 ადამიანი არის დაშავებული, ქალაქის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი 24 დაზარალებული რჩება, სამი ადამიანის მდგომარეობა კი მძიმეა, მათ შორის ერთ-ერთი 9 წლის გოგონაა.
"დაშავდა 80 ადამიანი. ქალაქის საავადმყოფოებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 24 დაზარალებული რჩება. სამი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 9 წლის გოგონაა", - განაცხადა რეზნიჩენკომ.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press