რუსეთმა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის 50-მდე მანქანა მოიპარა და აღმოსავლეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა.ამის შესახებ უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ევგენი ციმბალუკმა ეუთოს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, იუწყება Ukrinform.
ციმბალიუკის თქმით, რუსეთის ფედერაციას შეუძლია მიმართოს მსგავს ქმედებებს, რადგან თავს დაუსჯელად გრძნობს.
"მოსკოვის კრიმინალური რეჟიმი უფრო შორს წავიდა და კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა ეუთოს წინააღმდეგ, მოიპარა ეუთოს SMM-ის დაახლოებით 50 მანქანა . გავრცელებული ინფორმაციით, ეს მანქანები რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა", - განაცხადა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, 16 იანვარს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დონბასში მისი წარმომადგენლები არ არიან და იქ ეუთოს საიდენტიფიკაციო ნიშნების მქონე მანქანები არ გამოიყენება ეუთოს მიზნებისთვის.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press