დამტკიცდა ის, რაც სიმართლეა - სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ, - განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკაშირებით.
მისივე თქმით, განაჩენი დადგენილი წესით გადაეცემა აღმასრულებელ კომიტეტს და იქ უკვე შედგება სამოქმედო გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს პროცედურული დარღვევები.
"დამტკიცდა ის, რაც სიმართლეა - სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ. ამ შემთხვევაში იგულისხმება სახელმწიფო, სპეცდანიშნულების რაზმელები, პოლიცია და სხვა იმ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. განაჩენი, დადგენილი წესით, გადაეცემა აღმასრულებელ კომიტეტს, რომელიც ევროსაბჭოში პოლიტიკური ორგანოა და იქ უკვე შედგება სამოქმედო გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ეს პროცედურული დარღვევები", - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press