საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალის" ექიმის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაჭრილი 5 პირის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთ-ერთი დაშვებული კი თბილისში გადაიყვანეს.
ექიმის ცნობითვე, ოთხ დაშავებულს ჭრილობების შესაბამისი ქირურგიული დამუშავება გაეწია, ხოლო ერთ პაციენტთან ქირურგიული ჩარევა მიმდინარეობს.
"ექვსი ავადმყოფი იქნა ცეცხლსასროლი ჭრილობით შემოყვანილი კლინიკაში, მათ შორის ერთი არის გარდაცვლილი. 5-ის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმეა, 4-ს გაეწია ჭრილობების შესაბამისი ქირურგიული დამუშავება, ერთ პაციენტთან ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა. ერთი პაციენტი მსუბუქი ტრავმით გადაყვანილია თბილისის სპეციალიზებულ კლინიკაში.
სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად არის, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით კრიტიკულადაა, რომელსაც უგრძელდება ოპერაციული მკურნალობა ამ ეტაპისთვის", - განაცხადა ექიმმა.
ცნობისთვის, 20 იანვარს გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.
აღნიშნული ინფორმაცია მალევე დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი პოლიციელია. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ პირი, რომელიც აივნიდან გასროლას ახორციელებდა, ყოფილი სამხედროა და თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა.
თავდამსხმელმა, სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
გამნაღმველებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა დილის 6 საათზე დაასრულეს. ტერიტორია ამ დროისთვის უსაფრთხოა და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press