საქართველოს პრეზიდენტი საგარეჯოში მომხდარს ეხმაურება და ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
სალომე ზურაბიშვილი თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.
."ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს. თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.
აღნიშნული ინფორმაცია მალევე დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი პოლიციელია. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ პირი, რომელიც აივნიდან გასროლას ახორციელებდა, ყოფილი სამხედროა და თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა.
თავდამსხმელმა, სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
გამნაღმველებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა დილის 6 საათზე დაასრულეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press