პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ საგარეჯოში მომხდარს ეხმაურება და ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
პარტიაში აცხადებენ, რომი დაჭრილია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, რომლის სიცოცხლესაც ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
„საგარეჯოში მოხდა უმძიმესი ტრაგედია. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს.
დაჭრილია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე საგარეჯოს სიის პირველი ნომერი.
ამ მომენტისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება",- წერს „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.
აღნიშნული ინფორმაცია მალევე დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი პოლიციელია. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ პირი, რომელიც აივნიდან გასროლას ახორციელებდა, ყოფილი სამხედროა და თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა.
თავდამსხმელმა, სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
გამნაღმველებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა დილის 6 საათზე დაასრულეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press