რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის, - ასე გამოეხმაურა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას
მისივე თქმით, ფაქტი, რომ სერგეი ლავროვი საქართველოსთან დიპლომატიურ კავშირებს განიხილავს, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა და ქართველი ხალხის არჩევანის ღალატი.
“რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადებების შემდეგ, რომ ევროკავშირი და NATO აღარ არის პანაცეა, განიხილავს საქართველოსთან ყველა სახის ურთიერთობის აღდგენას, მათ შორის დიპლომატიური კავშირების. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი”, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა და დიპლომატიური კავშირები მალე აღდგება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press