Foto

აშშ-ს თავდაცვის მდივანი - შემიძლია გამოვაცხადო კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე საჭირო დახმარებას გაუწევს

შემიძლია გამოვაცხადო კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე საჭირო დახმარებას გაუწევს. ეს დახმარება შეადგენს ორნახევარ მილიარდ დოლარს, - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

მისივე თქმით, ახლა ომის გადამწყვეტი მომენტია, რუსეთი ცდილობს გადაჯგუფებას და ძალების აღდგენას, ამ მომენტში კი შენელების დრო არ არის, პირიქით უნდა გაკეთდეს ყველაფერი უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.

"დღეს შემიძლია გამოვაცხადო კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე საჭირო დახმარებას გაუწევს. ეს დახმარება შეადგენს ორნახევარ მილიარდ დოლარს. მეგობრებო, ეს გადამწყვეტი მომენტია. რუსეთი ახდენს გადაჯგუფებასა და ცდილობს, რომ თავიდან აღიჭურვოს. ახლა შენელების დრო არ არის. პირიქით, უნდა ავუჩქაროთ ნაბიჯს. ჩვენ გვიყურებს უკრაინელი ხალხი, გვიყურებს კრემლი და გვიყურებს ისტორია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკრაინას თავდაცვაში დავეხმაროთ", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.