ხერსონის ოლქში ორ დასახლებას ანტონოვკასა და ნოვოდმიტრივკას რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაჭრილები, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, სოფელ ანტონოვკაში საარტილერიო დაბომბვის შედეგად 15 წლის ბიჭი დაიჭრა, ხოლო რაც შეეხება სოფელ ნოვოდმიტრივკას, მისი დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. მან დასძინა, რომ დაზარალებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
"ოკუპანტებმა დაბომბეს ორი დასახლება. სოფელ ანტონოვკაზე საარტილერიო თავდასხმის დროს 15 წლის ბიჭი დაიჭრა.ბერისლავის რაიონის სოფელ ნოვოდმიტრივკას დაბომბვის შედეგად კი, 1 ადამიანი დაშავდა. დაზარალებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ", - განაცხადა კირილო ტიმოშენკომ.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი &bdquo...
ისრაელმა ირანში 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და ...
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ბოლო 24 საათის განმ...
უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის მხრიდან მასშტ...
რუსეთმა გასულ ღამეს ჩერნიგოვზე დრონებით იე...
Mana press