თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს.
ლიდერებმა საუბრისას განიხილეს თურქეთიდან უკრაინისადმი ჰუმანიტარული და ენერგეტიკული მხარდაჭერა, ასევე მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირება.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ პატიმრების გაცვლაზე მუშაობა გრძელდება და გამოთქვა მზადყოფნა შეიტანოს დიპლომატიური წვლილი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე პროცესის დაჩქარებაში.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის აიღოს ფასილიტატორის და შუამავლის როლი რუსეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ წერილში.
შეგახსენებთ, 16 იანვარს ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა შეთავაზება უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობის შესახებ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press