Foto

სტოლტენბერგი - საჭიროა მხარდაჭერის გაზრდა, რათა უკრაინას გამარჯვების და ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეს

რუსეთი ემზადება ახალი შეტევებისთვის, ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა მხარდაჭერის გაზრდა, რათა უკრაინას გამარჯვების და ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგი უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტი, რომ უკრაინას ასობით ახალი ქვეითი საბრძოლო მანქანა, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო ტანკი მიეწოდება, ეს ქვეყანას მისცემს საშუალებას, არა მხოლოდ დაიცვას საკუთარი თავი რუსეთის შეტევებისგან, არამედ თავად განახორციელოს შეტევა ტერიტორიების დასაბრუნებლად.

მივესალმები რამშტეინში გამოცხადებულ საბრძოლო შესაძლებლობების მნიშვნელოვან ახალ პაკეტს უკრაინის თავდაცვისთვის. რუსეთი ემზადება ახალი შეტევებისთვის, ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა მხარდაჭერის გაზრდა, რათა უკრაინას გამარჯვების და ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეს.

იმ ფაქტს, რომ ასობით ახალი ქვეითი საბრძოლო მანქანა, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო ტანკი მიეწოდება უკრაინას, ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება... ეს მხარდაჭერა უკრაინელებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ დაიცვან თავი რუსეთის ახალი შეტევებისგან, არამედ, განახორციელონ საკუთარი შეტევა ტერიტორიების დასაბრუნებლად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.